24/10/2007
"მობილიზინგი" - უნიკალური სერვისი ბიზნეს კომპანიებისათვის
ავტოლიზინგი "თიბისი ლიზინგისა"და "აი-ბი-ჯი"-საგან
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, "მიცუბიში მოტორსის" ცენტრში (აღმაშენებლის ხეივანი, მე-2 კილომეტრი), გაიმართება ქართული ბაზრისათვის ინოვაციური მომსახურების, ავტოლიზინგის პრეზენტაცია. ეს სერვისი, რომელიც "მობილიზინგის" სახელით ინერგება, წარმოადგენს სფეროს ლიდერი კომპანიების, "თიბისი ლიზინგისა" და "აი-ბი-ჯი"-ს ერთობლივ ბრენდს. ღონისძიებას ცნობილი მსახიობი, გია ბურჯანაძე წარუძღვება და მას დაესწრებიან მსხვილი ბიზნეს კომპანიების, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციის დასკვნით ეტაპზე, გაიმართება სპეციალური გათამაშება სტუმრებისათვის.
მობილიზინგი განკუთვნილია ახალი მსუბუქი ავტომობილების შეძენის მსურველი მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიებისთვის და სთავაზობს მათ დაფინანსების ეფექტურ და მოსახერხებელ მეთოდს. სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს ახალი ავტომობილი განსაკუთრებული პირობით. კერძოდ, ფორმდება ლიზინგი, მაქსიმუმ 36 თვის ვადით. ამასთან, მომხმარებელი და სალიზინგო კომპანია თანხმდებიან, რომ ლიზინგის საზღაურის გამოთვლა მოხდება მანქანის ღირებულების მხოლოდ ნაწილიდან - 60-70%-დან.
"თიბისი ლიზინგის" დირექტორის, ნანა მიქაშავიძის თქმით: `მობილიზინგი ძალზე მოსახერხებელი პროდუქტია ქართული კომპანიებისათვის, რადგან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე მომხმარებელს მიეცემა საშუალება, გააკეთოს არჩევანი 4 შესაძლო ვარიანტიდან: 1) გამოისყიდოს ავტომობილი; 2) გააგრძელოს ლიზინგი; 3) დააბრუნოს მანქანა; 4) ჩააბაროს არსებული მანქანა და მიიღოს ახალი. ამასთან ეს უკანასკნელი, ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს, ჩვენი კომპანიების რესურსების გამოყენებით, მართონ მუდმივად ახალი მანქანა".
"მობილიზინგის სერვისით მოსარგებლე ქართულ ბაზარზე მოღვაწე კომპანიებს საშუალება აქვთ არჩევანი გააკეთონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, "აუდის", "ფოლსკვაგენის", "რენოს", "პეჟოს", "შკოდას", "მიცუბიშისა" და "კიას" სხვადასხვა კლასისა და ფასის ავტომობილების უახლეს მოდელებს შორის, რასაც მათ ჩვენი კომპანია სთავაზობს", აღნიშნა `იბერის ბიზნეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, გია ილურიძემ.
ინფორმაცია "თიბისი ლიზინგისა" და "აი-ბი-ჯი"-ს შესახებ
დაწვრილებითი ინფორმაცია მობილიზნიგის შესახებ